კომპანიის ინფორმაციით, „საქნახშირში“ სამუშაო პროცესი დღეს აღდგება

„საქნახშირში“ სამუშაო პროცესი დღეს განახლდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „საქნახშირიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 16 ივნისს, კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა. თავდაპირველად, მეშახტეები ტყიბულის მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ და ხელფასის მომატებას ითხოვდნენ. მოგვიანებით ისინი „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდნენ, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ 17 ივნისიდან მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში სამუშაო პროცესები განახლდება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შახტის განვითარება ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში შექმნილი გეგმის მიხედვით წარიმართება, რომლის ძირითად მიმართულებებს ინფრასტრუქტურის შეცვლა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ანაზღაურების ახალ, ბონუსურ სისტემაზე გადასვლა წარმოადგენს. „სწორედ ამ საკითხების განხილვა მოხდა მეშახტეებსა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის. გარდა ამისა, აგვისტოში იგეგმება „საქნახშირის,“ კომპანიის თანამშრომლებისა და პროფკავშირების გაერთიანების სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულების უფლება-მოვალეობები და მათ შესრულებას პროფკავშირი გააკონტროლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ანაზღაურების ახალ სისტემაზე გადასვლა ჯერ კიდევ ნოებრიდან იყო ჩვენი გეგმის ნაწილი. ეს გახლდათ დაგეგმილი პროექტი და ჩვენ ამ გეგმას მივყვებოდით. სამწუხაროდ, მსოფლიო პანდემიის გამო ეს პროექტი გარკვეული პერიოდით შეფერხდა. თუმცა, ახლა კვლავ ვაგრძელებთ გეგმის მიხედვით მუშაობას, შახტის განვითარებაზე და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვას. რაც შეეხება გაცდენილი დღეების ანაზღაურების საკითხს, ჩვენი იურისტები ამ თემაზე მუშაობენ და კომპანიის გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი“, - განაცხადა საქნახშირის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაილ სოცკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა