BBC - ვლადიმერ პუტინის კორონავირუსისგან დასაცავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური სადეზინფექციო გვირაბია მოწყობილი

ვლადიმერ პუტინის კორონავირუსისგან დასაცავად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური სადეზინფექციო გვირაბია მოწყობილი, - ამის შესახებ BBC-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

„ყველას, ვინც მოსკოვის ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციას სტუმრობს, სადაც ვლადიმერ პუტინი სტუმრებს იღებს, სპეციალური გვირაბის გავლა უწევს,“- წერს BBC-ი.

ცნობისათვის, რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ნახევარ მილიონს აჭარბებს და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა