9 ახალი შემთხვევიდან 2 ინფიცირებულ პირთან კონტაქტია, 6 საკარანტინო სივრციდანაა, 1-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან 2 უკვე დადასტურებულთან კონტაქტია, 6 - საკარანტინო სივრციდან, 1-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

მისი თქმით, 7 ახალი გამოჯანმრთელებულიდან 7-ვე ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია. მისივე განცხადებით, ამჟამად კვლავ 1 მძიმე პაციენტი ჰყავთ, რომლის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.

“დაგვემატა 9 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 7-ით გაიზარდა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს. 9 ახალი შემთხვევიდან 2 არის დაავადებულთან კონტაქტი, 6 არის საკარანტინო სივრციდან, ყველა შემოტანილი შემთხვევაა და 6-დან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, მხოლოდ 1 შემთხვევაა, რომლის წყაროს მოძიება გრძელდება. 7-ვე გამოჯანმრთელებული ჩვენი ცენტრისაა, 7-ვემ დატოვა გუშინ ჩვენი ცენტრი. დღეს გვყავს 28 პაციენტი და 2 ახალი შემთხვევა მკურნალობს ჩვენთან, 2-ვეს მდგომაროება რუტინული კვლევებით და არსებული მონაცემებით, ჯერჯერობით, საშუალო სიმძიმისაა. ჩვენ 1 მძიმე პაციენტი გვყავს, რომლის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, მაგრამ მძიმე პნევმონია გვრჩება, ამიტომ როგორც მძიმე პაციენტს, ისე განვიხილავთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: 9 ახალი შემთხვევიდან 2 ინფიცირებულ პირთან კონტაქტია, 6 საკარანტინო სივრციდანაა, 1-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო