კონკურენციის სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ შპს "ჯი-თი მოტორსის" საჩივრის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თემა ეხება კონკურენტი კომპანია “შპს ჯ.თ. მოტორსის” მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს.

"საჩივარში საუბარია, ავტოტექმომსახურეობის სფეროში, საქმიანობის იდენტურობაზე - როგორც ლოგოს, ასევე კომპანიის დასახელების მიზანმიმართულ მსგავსებაზე, რაც მომჩივანის პოზიციით, პოტენციური მომხმარებლის და ასევე პარტნიორი კომპანიების დეზინფორმირებას, შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის კონკრეტული შემთხვევები მოცემულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლში, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკური აგენტის ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და კონკურენტთა, მომხმარებელთა ინტერესებს ლახავს. შესაბამისად, სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელთაც - დადგენილ ვადებში, შესაბამის ბაზარზე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, საქმიანი ეთიკის პრინციპების შესაძლო დარღვევის ფაქტის შესწავლა დაევალათ. 2020 წლის იანვარ-მაისში კონკურენციის სააგენტომ 1 მოკვლევა დაასრულა, სადაც დადგინდა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი. ამ დროისათვის, ზემოთ აღნიშნული თემის გარდა, მიმდინარე რეჟიმშია 2 მოკვლევა. ამავე პერიოდში, სააგენტომ 4 ბაზრის მონიტორინგი დაასრულა (ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, რითეილის, ჩვილ ბავშვთა კვების და ავტოდაზღვევის ბაზარი), მიმდინარეობს 3 ბაზრის (პურპროდუქტები, საავტომობილო საწვავი და ფარმაციის ბაზარი) მონიტორინგი,"- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს