გიგი წერეთელი - ის მოვლენა, რაც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობისთვის დაქირავებულ ადამიანს ეხებოდა, მეტყველებს იმაზე, რომ ტერორიზმის საფრთხე მაღალია

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთელის განცხადებით, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადება ადასტურებს, რომ საქართველოში ტერორიზმის საფრთხე მაღალია.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლა „ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბერკეტია“.

„ის მოვლენა, რაც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობისთვის დაქირავებულ ადამიანს ეხებოდა, არის თავისთავად ძალიან მძიმე ფაქტი, რომელიც მეტყველებს დაუცველობაზე და ასევე, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ტერორიზმის საფრთხე არის ძალიან მაღალი. ეს ყველაფერი დასტურდება იმ განცხადებით, რაც გააკეთა ჩეჩნეთის ლიდერმა რაღაც ახალი მუქარებით და ძალიან ბუნებრივია, რომ ამას უნდა მოყვეს სერიოზული რეაქცია, მათ შორის, უნდა იყოს სერიოზული საერთაშორისო რეზონანსი ამ საკითხზე. ეს არის არათუ ჩარევა ქვეყნის საქმეში, რაც რუსეთისგან არავის არ უკვირს, არამედ ეს არის კონკრეტული მიზანი - ადამიანის მკვლელობა, დესტაბილიზაცია და ა.შ. ეს არის მძიმე ფაქტი და ისევე, როგორც სხვა წინა შემთხვევებში საერთაშორისო თანამეგობრობა იყო ძალიან აქტიური, როცა საქმე ეხებოდა სკრიპალს, ხანგოშვილს თუ სხვა მსგავსი ტიპის დანაშაულს, რა თქმა უნდა, აქაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და შესაბამიის სტრუქტურები ძალიან აქტიურად უნდა ჩაერთონ იმაში, რომ საქართველოს მიმართ ამგვარი ქმედებები არ განხორციელდეს. ნებისმიერმა ხელისუფლებამ, იქნება ეს საქართველო თუ სხვა, რაც უნდა გააკეთოს არის ის, რომ უნდა აღკვეთოს ამგვარი ტიპს დანაშაული და უნდა მოხდეს პრევენცია. ბუნებრივია, ასეთ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ოკუპანტ ქვეყანაზეა საუბარი და იქიდან წამოსულ გარკვეულ მოქმედებებზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბერკეტი და ინსტრუმენტი“, - განაცხადა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

აღნიშნულს გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერი და რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ კადიროვმა სოციალურ ქსელ “ტელეგრამში“ დაწერა.

„იმის ნაცვლად, რომ იფიქრონ ხალხის რეალურ პრობლემებზე, სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ამჯერად ამბობენ, რომ დაიჭირეს ქილერი, რომელიც კადიროვის დაკვეთით აპირებდა თავდასხმას ქართველ ვაი ჟურნალისტზე. ბატონებო, დამიჯერეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას ასრულებს“, - წერს კადიროვი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო