გიორგი რურუას საქმეზე დღეს სასამართლოში გიგი უგულავა, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი და გოკა გაბაშვილი ჩვენებას მისცემენ

"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას საქმეზე დღეს, ოპოზიციური პარტიის წევრები დაიკითხებიან. როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა, სასამართლოში ჩვენებას გიგი უგულავა, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი და გოკა გაბაშვილი მისცემენ.

"ეს ადამიანები გიორგი რურუასთან ერთად სხვადასხვა ხანგრძლივობით იმყოფებოდნენ საპროტესტო აქციაზე. გამოძიების ვერსიით, გიორგი რურუა საპროტესტო აქციიდან რომ ბრუნდებოდა სახლში, მაშინ იქნა ცეცხლსასროლი იარაღით დაკავებული. დაკავებამდე ამ ადამიანებს რურუასთან კავშირი ჰქონდათ და მას ცეცხლსასროლი იარაღი რომ ჰქონოდა, ისინი შეამჩნევდნენ. გასათვალისწინებელია, რომ ეს იყო საპროტესტო აქცია, სადაც მონაწილეები შეშას ეზიდებოდნენ, იხრებოდნენ და თუკი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი ექნებოდა, დაინახავდნენ. შესაბამისად, სასამართლოს დაცვის მხარის მოწმეები მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდიან. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ მოწმეთა ჩვენებებით გიორგი რურუას უდანაშაულობა დადასტურდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე იქნება როლანდ მესხი, მან ოპერატიული თათბირი ჩაატარა რუსთაველის გამზირზე, მან დაგეგმა გიორგი რურუას ძებნის და დაკავების ოპერაცია", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა