ირაკლი კობახიძე - "ნაციონალურ მოძრაობას" მოვუწოდებთ, იმოქმედონ საკუთარი უღირსობის შესაბამისად

"ნაციონალურ მოძრაობას" მოვუწოდებთ, იმოქმედონ საკუთარი უღირსობის შესაბამისად, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" კონსტიტუციას მუდმივად ხელყოფდა და ახლაც სიმბოლურია, რომ "მათი ხელი კონსტიტუციას არ შეეხება".

"ნაციონალური მოძრაობა" თავისი საქმიანობის პერიოდში გამოირჩეოდა იმით, რომ კონსტიტუციას, მის ტექსტს და პრინციპებს მუდმივად უხეშად ხელყოფდა. მგონი, სიმბოლურადაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ის, რომ მათი ხელი არ შეეხება კონსტიტუციას არც ამ ჯერზე. ამიტომ, მოვუწოდებთ, იმოქმედონ, საკუთარი უღირსობის შესაბამისად,"- განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს