ზურაბ ჯაფარიძე - გიორგი რურუა საპროტესტო აქციაზე ოჯახთან ერთად არაერთხელ მყავს ნანახი, იარაღი არ შემინიშნავს

გიორგი რურუასთვის იარაღი არ შემინიშნავს, ბევრჯერ ვნახე და არასდროს მინახავს იარაღი, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ის მოწმის სახით იკითხება.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, გიორგი რურუა საპროტესტო აქციაზე არაერთხელ ჰყავს ოჯახის წევრებთან ერთად ნანახი და მასთან იარაღი არასდროს დაუნახავს.

„გიორგი რურუა საპროტესტო აქციაზე ოჯახთან, მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად არაერთხელ მყავს ნანახი. ღამის განმავლობაში, ციოდა და ვმოძრაობდით, წრეს ვარტყამდით პარლამენტს, ამ მოძრაობის დროს რამდენჯერმე შევხვდი რურუას. რუსთაველის გამზირზე ადამიანებს ცეცხლი რომ ენთო, იმათ ეხმარებოდა, შეშა შემოქონდა, ფიზიკურად აკეთებდა ამას.

გიორგი რურუასთვის იარაღი არ შემინიშნავს, არც სხვა დღეებში, ბევრჯერ ვნახე და არასდროს დამინახავს იარაღი", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ბრალდების მხარის კითხვაზე, რურუას ავტომობილი ნახა თუ არა, ან იცოდა თუ არა, რას ინახავდა შიგნით, ჯაფარიძემ განაცხადა რომ "წარმოდგენა არ აქვს".

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა