ილია ელოშვილი ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყვეტაზე - ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოხდა, ექსპერტიზის საკითხია, რადგან არ იყო მომართვიანობა მისი ავარიულობის შესახებ

დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილი თბილისში ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად 4 ადამიანის დაშავებას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერიაში ლიფტის შესაძლო ავარიულობის შესახებ მიმართვიანობა არ ყოფილა. მისი თქმით, კორპუსის ამხანაგობები ვალდებული არიან, რომ აღნიშნულ საკითხს ყურადღება მიაქციონ.

„ეს ლიფტი არ იყო ავარიული, არ იყო მომართვიანობა გამგეობის მიმართ და შესაბამისად, ალბათ, რაღაც ტექნიკური პრობლემა არის. თვითონ ამხანაგობები არიან ვალდებულნი, რადგან ეს საერთო საზოგადოებრივი საკუთრებაა.

ამხანაგობები მოგვმართავენ ხოლმე, თუკი ლიფტი ავარიულია. ჩვენ ვცვლით უამრავ ლიფტს თბილისში, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოხდა, ეს ალბათ ექსპერტიზის საკითხია, რადგან არ იყო მომართვიანობა მისი ავარიულობის შესახებ"- განაცხადა ელოშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა