COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების სწრაფი დანერგვის მიზნით, ტურიზმის ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 900-მდე წარმომადგენელს ტრენინგი ჩაუტარა

COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების სწრაფი დანერგვის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ონლაინ ტრენინგკურსი 500-მდე სასტუმროსა და 400-მდე კვების ობიექტის წარმომადგენელმა გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგი კომპანია KMS Georgia-ს ჩართულობით განხორციელდა. პროექტის პირველი ეტაპი 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ონლაინ სასწავლო კურსებს მოიცავდა, სადაც ყველა მსურველს საშუალება ჰქონდა სრულიად უსასყიდლოდ დასწრებოდა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასწავლო კურსი შემდეგ ძირითად თემას მოიცავდა: პრევენციული ღონისძიებები/ სოციალური დისტანცია; უსაფრთხოების დაცვის საშუალებები; სტუმრის მიღებისა და მომსახურების წესები; კვებისა და სასმელების ბლოკის ოპერირება; სპორტულ-გასართობი სივრცეების მართვა; დასუფთავება/დალაგების წესები და სხვა. უახლოეს მომავალში იგეგმება პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება. სასწავლო კურსი საქართველოს მასშტაბით ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და დაბებში ჩატარდება.

„ტურიზმის სექტორში COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების სწრაფად, ეფექტურად და უმტკივნეულოდ გასატარებლად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სატრენინგო პროექტი შეიმუშავა, რომელიც ივნისიდან დავიწყეთ და მომავალშიც გავაგრძელებთ, რათა კერძო სექტორის უფრო მეტი წარმომადგენელი გადავამზადოთ. ჩვენთვის მნშვნელოვანია სექტორში დასაქმებულების თუ სტუმრების ჯანმრთელობის უსაფრთხოება და ამ ფონზე ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავაკეთოთ ისე, რომ უფრო მეტი ადამიანის გადამზადება მოხდეს, რათა COVID-19-დან გამომდინარე დაწესებული რეგულაციების დანერგვაში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს, ამ წესებთან მიმართებაში ბიზნესი სწრაფად ადაპტირდეს და ტურიზმი რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკმაოდ მრავალფეროვანი სატრენინგო პროექტები შეიმუშავა და პროცესი აქტიურად გაგრძელდება. ჩვენ სრულიად უსასყიდლოდ ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენელს საშუალებას ვაძლევთ დაესწროს სასწავლო კურსებს, შედეგად კერძო სექტორი სწრაფად დანერგავს იმ სავალდებულო აღსასრულებელ რეგულაციებს, რაც შემოწმებას, შემდგომ ნებართვის გაცემას, ტურისტის მიღებასა და მასპინძლობას გულისხმობს“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
არჩილ მორჩილაძე - ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, 250 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ამ დაფარვის მიღმაა დარჩენილი
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან