გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში აგვისტოდან ახალი ელჩი ეყოლება

გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ჯასთინ მაქენზი სმითს მარკ კლეიტონი ამ ზაფხულს შეცვლის.

„მარკ კლეიტონი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის პოზიციაზე საქმიანობას 2020 წლის აგვისტოდან შეუდგება. ჯასთინ მაქენზი სმითი, მისი უდიდებულესობის დიპლომატიურ სამსახურში სხვა პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.

მარკ კლეიტონი გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში 1997 წლიდან მუშაობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
არჩილ მორჩილაძე - ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, 250 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ამ დაფარვის მიღმაა დარჩენილი
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან