ამირან გამყრელიძე - პნევმონიის დროს პრეპარატ „დექსამეტაზონის“ გამოყენება მედიცინაში არახალი ხილია - ეს სიახლე არ გამკვირვებია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდ 19-ის დროს ერთ-ერთი მთავარი კლინიკური მიმდინარეობა ინტენსტიციური პნევმონიაა, რომლის დროსაც კორტიკოსტეროიდების ანუ მათ შორის, პრეპარატ „დექსამეტაზონის“ გამოყენება არახალი ხილია მედიცინაში.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სიახლის შესახებ განუცხადა, რომლის მიხედვითაც, ჯანმო კოვიდ 19-ით დაინფიცირებულ პაციენტებში პრეპარატ „დექსამეტაზონის“ გამოყენების პირველადი კლინიკური ცდების შედეგებს მიესალმება და აცხადებს, რომ ეს „დიდებული სიახლეა“.

"ინტენსტიციური პნევმონიების დროს უფრო ხშირად კორდიკოსტეროიდებიდან გამოიყენება "დექსამეტაზონი". მე მაგალითად, ეს სიახლე არ გამკვირვებია, რომ გარკვეული ეფექტი დიახ, "დექსამეტაზონს" აქვს კოვიდის მკურნალობის პროცესში. თუ რა სიხშირით და როგორ იყენებენ, ჩვენი კლინიცისტები ისაუბრებენ. მე ამას ვსაუბრობ ჩემი საექიმო ძველი გამოცდილებით. ჯერ კიდევ 20-30 წლის წინ ინტენსტიციური პნევმონიების დროს ჩვენ "დექსამეტაზონს" ვიყენებდით, თუმცა ახლა ინგლისელებმა გამოაქვეყნეს საკმაოდ სერიოზული დაკვირვებითი კვლევები ამ საკითხზე. სასიამოვნოა, თუ "დექსამეტაზონი" შედეგს დადებს. მე მივესალმები ამას," - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისათვის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, რომლებიც COVID-19-ის თერაპიის რანდომიზებულ კვლევას -RECOVERY - ატარებენ, განაცხადეს, რომ პრეპარატი დექსამეტაზონი COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადით მკურნალობას ან სასუნთქ აპარატზე მიერთებას საჭიროებენ, სიკვდილიანობას დაახლოებით ერთი მესამედით ამცირებს.

იხილეთ ვიდეო: ამირან გამყრელიძე - პნევმონიის დროს პრეპარატ "დექსამეტაზონის" გამოყენება მედიცინაში არახალი ხილია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა