გია ვოლსკი შეკითხვაზე: რატომ არ ახსენებს გაბუნიას საკითხზე ხელისუფლება რუსეთს - რას ნიშნავს არ ვახსენებ? - მეშინია, მეც არ დამსაჯოს

აბრაგული, ვაჟკაცური, დიდაქტიკური,- ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებას და იქვე დასძენს, რომ ვერ შეცვლიან ვერც "კადიროვის და ვერც გაბუნიას რიტორიკას."

"სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე და საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთი მაგალითი უნდა ჩაწეროს დანაშაულების იმ გრძელ სიაში, რომელიც სულ ახლა, ბოლო პერიოდში შეიქმნა, თუნდაც კადიროვის გამონათქვამები - აბრაგულ, ვაჟკაცურ, დიდაქტიკური. ეს თემა არ არის მარტივი და უბრალო. ჩვენ ვერ შევცვლით ვერც კადიროვის და ვერც გაბუნიას რიტორიკას,"- აღნიშნავს ვოლსკი.

კითხვა, თუ რატომ არ ახსენებენ ამ საკითხზე საუბრისას ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთს, ვოლსკის შეფასებით, "სულელურია" და პასუხობს - "რას ნიშნავს, არ ვახსენებ? - მეშინია, მეც არ დამსაჯოს."

"ახლა ვილაპარაკე პუტინზე, კადიროვზე, საერთაშორისო თანამეგობრობაზე, დანაშაულებრივ განცხადებებზე და ყველაფერზე. კიდევ გამოძიება მიმდინარეობს და მეტი ინფორმაცია გვეცოდინება. რას ნიშნავს არ ვახსენებ? - მეშინია, მეც არ დამსაჯოს,"- აღნიშნა ვოლსკიმ, რომელმაც მედიის კითხვას ხუმრობით უპასუხა.

მისივე თქმით, საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნა რუსეთის ინტერესებში შედის და ამაში მისი მოკავშირე "ნაციონალური მოძრაობაა."

"შეკვეთილი მკვლელობა არის საშინელება, უმძიმესი დანაშაული, მაგრამ რეალურად, ეს ხომ არის გათვლილი, რომ რუსეთის პრეზიდენტი, რაც არ უნდა აგრესიული იყოს და არის, იმუქრება საქართველოსთან მიმართებაში, ემუქრება კონკრეტულ ადამიანს, ვთქვათ, გაბუნიას და მისი გაქრობა უნდა. თუ ეს დადასტურდა, ეს არის ქვეყანაში არეულობის შემოტანის, დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მომხდარიყო ეს ფაქტი, მერე გენახათ თქვენ. სულ არ აინტერესებს იმას არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც „ქართული ოცნება“, აინტერესებს დესტაბილიზაცია და ამაში რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო უწყობს ხელს. ის ამაში მისი ბუნებრივი მოკავშირეა თავის ქმედებებით და საქციელით,"- აცხადებს ვოლსკი.

ცნობისათვის, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს.

"გიორგი გაბუნიამ, როგორც ადრე ვამბობდი, ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახალ აღზრდას“, - წერს კადიროვი სოციალურ ქსელ ტელეგრამში.

მანამდე ტელეკომპანია "მთავარის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა