„კავეას“ „დრაივ ინ“ კინოთეატრები ლისზე ივლისში გაიხსნება

„კავეას“ drive-in კინოთეატრები ლისზე ივლისში გაიხსნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „კავეადან“ აცნობეს.

„მალე, ლისის ტბაზე, ახალ იპოდრომზე “კავეას” ქსელი კინოთეატრს მანქანებისთვის გახსნის და მაყურებლები უახლეს რეპერტუართან და მსოფლიო პრემიერებთან ერთად, კინომარათონებს და სხვა ივენთებს იხილავს. ლისის ახალი იპოდრომის პარკინგზე, კავეა drive-in კინოთეატრები საწყის ეტაპზე მინიმუმ 200 ავტომობილზე იქნება გათვლილი, მოეწყობა სპეციალური სივრცე სხვა სახის ტრანსპორტისა ავტომობილების გარეშე მოსული მაყურებლისთვისაც. მოთხოვნის შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება. რაც შეეხება სეანსების რაოდენობას, საღამოს, 20:00 საათის შემდეგ 1 ან 2 ჩვენება იქნება. „კავეა“ drive in კინოთეატრები ივლისის პირველ ნახევარში გაიხსნება“, - აცხადებენ „კავეაში“.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს