ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჩინეთს ინდოეთის საზღვარზე შეტაკებების გაგრძელება არ სურს

ჩინეთს ინდოეთის საზღვარზე შეტაკებების გაგრძელება არ სურს და ორივე ქვეყანა სიტუაციის დიალოგის საშუალებით მოგვარებას ცდილობს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჩჟაო ლიცზიანიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთი მომხდარ ინციდენტში დამნაშავე არაა.

„ჩინეთი მომხდარ ინციდენტში დამნაშავე არაა. სიტუაცია საზღვარზე სტაბილური და კონტროლირებადია,“- განაცხადა ჩჟაო ლიცზიანიმ.

ქაშმირის რეგიონში, ლადახშის პროვინციაში ჩინელ და ინდოელ ჯარიკაცებს შორის შეტაკების შედეგად 20 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა. ზოგიერთი ინდური მედიასაშუალების ინფორმაციით, დაღუპული და დაჭრილი ჩინელი სამხედროების რიცხვი 35-ია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა