მამუკა მდინარაძე - უდიდესი ალბათობით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას შევძლებთ, რადგან  ჩვენ გარდა, არაერთ დეპუტატს აქვს გაცხადებული, რომ მხარს დაუჭერს

უდიდესი ალბათობით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას შევძლებთ, რადგან ჩვენ გარდა, არაერთ დეპუტატს ღიად აქვს გაცხადებული, რომ მას მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძე ირწმუნება, რომ კონსტიტუციურ კანონის პროექტს საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრი მხარს დაუჭერს.

„მე, როგორც უმრავლესობის ლიდერი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდი სრულად დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩვენ სხვის ნაცვლად პასუხს ვერ ვაგებთ. ამის მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უდიდესი ალბათობით, ჩვენ შევძლებთ ამ ცვლილებების მიღებას იმიტომ, რომ ჩვენ გარდა, არაერთ დეპუტატს ღიად აქვს გაცხადებული, რომ მას მხარს დაუჭერს. წარმოუდგენელია უკან წაიღონ თავიანთი სიტყვები ოპოზიციის იმ წარმომადგენლებმა, რომლებმაც უკვე დააფიქსირეს თავიანთი მხარდაჭერა. იმასაც წინასწარ გეუბნებით, არანაირი პრობლემა არ იქნება იმ თვალსაზრისით, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს ცვლილებების იმ პროექტს, რაც 8 მარტს გაფორმდა,“ - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა