კახა კალაძის განცხადებით, ბახტრიონის ქუჩაზე ლიფტის დაზიანებასთან დაკავშირებით მერიაში და გამგეობაში არანაირი ოფიციალური დოკუმენტი შესული არ ყოფილა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბახტრიონის ქუჩაზე ლიფტის დაზიანებასთან დაკავშირებით მერიაში და გამგეობაში არანაირი თხოვნა და ოფიციალური დოკუმენტი შესული არ ყოფილა.

მისი თქმით, კონკრეტულ კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებს თუ აქვთ სურვილი, რომ თავიანთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი შეიცვალოს, მათ ბინათმესაკუთრეთა პროგრამების განხორციელების საშუალებით ამის შესაძლებობა აქვთ.

„არანაირი თხოვნა და არანაირი ოფიციალური დოკუმენტი ამასთან დაკავშირებით შემოსული არ ყოფილა. ზოგადად, კონკრეტულ კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებს, თუ აქვთ სურვილი, რომ თავიანთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი შეიცვალოს მათ ბინათმესაკუთრეთა პროგრამების განხორციელების საშუალებით ამის შესაძლებობა აქვთ. დაახლოებით 30 მილიონ ლარამდეა ყოველწლიურად გამოყოფილი იმისთვის, რომ მოსახლეობამ ეს თანხები თავის შეხედულებისამებრ და პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრონ და გამოიყენონ. შესაბამისად, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ ამ პროგრამის ფარგლებში ეს შესაძლებელია“,-განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა