ირაკლი კოვზანაძე კავკასიაში EBRD-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD)-ის რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, EBRD-ის ინიციატივით, გამართულ შეხვედრაზე საფინანსო სფეროში, მათ შორის, საბანკო სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს. ირაკლი კოვზანაძემ EBRD-ის რეგიონულ დირექტორს პანდემიის პერიოდში ქვეყნის საბიუჯეტო და საფინანსო სექტორში გაწეული დახმარებების გამო მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო