ირაკლი კობახიძე - არ ვაპირებთ 200 „ნაციონალს" დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია - გამჯდარი აქვთ სისხლში ტყუილი და კიდევ ერთხელ მოიტყუეს კონტრაქციაზე

ჩვენ არ ვაპირებთ 200 „ნაციონალს" დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია. მათ აქვთ უფლება შეიკრიბონ, შეიკრიბებიან და ამით დასრულდება ეს ყველაფერი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, არანაირი საფრთხე თავისუფალი შეკრების უფლებას საქართველოში არც ექმნება და არც შეექმნება.

„ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, ოპოზიცია და მისი ტელევიზიები ავრცელებენ რაღაც „ფეიკნიუსებს“ და შემდეგ თვითონვე აკრიტიკებენ ხოლმე თავისივე შექმნილ „ფეიკნიუსს“, რაც არის აბსურდი. ჩვენ არ ვაპირებთ 200 „ნაციონალს" დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია. მათ აქვთ უფლება შეიკრიბონ, შეიკრიბებიან და ამით დასრულდება ეს ყველაფერი. ჩიხში არიან ისინი შესულები, ჩაკარგულები არიან საკუთარ ტყუილებში. არც ვიცი რა შედეგი უნდა მოყვეს ამ ყველაფერს, უბრალოდ გამჯდარი აქვთ სისხლში ტყუილი და კიდევ ერთელ მოიტყუეს კონტრაქციაზე. თუ ვინმე იქ შეიკრიბება, ეს არის პროვოკაცია და ბუნებრივია ასეთი პროვოკაცია საიდან შეიძლება მოდიოდეს, ამაზე პასუხი არის მარტივი და ნათელი,"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიცია 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე, ე.წ. გავრილოვის ღამიდან ერთი წლის შემდეგ შეკრებას გეგმავს.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა