„ნენსკრა ჰიდრო“ - თითოეული კაშხალი წყალსაცავზე ათასჯერ დიდ ტერიტორიას იცავს წყალდიდობისგან

თითოეული კაშხალი წყალსაცავზე ათასჯერ დიდ ტერიტორიას იცავს წყალდიდობისგან, - ამის შესახებ „ნენსკრა ჰიდროს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„ნენსკრა ჰიდრო“ მდინარე ვერეზე კაშხლის აგების შესახებ გეოლოგების მოსაზრებას ეხმაურება, რომლის აუცილებლობაზეც ისინი თბილისის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ალაპარაკდნენ და აცხადებს, რომ სტერეოტიპს – „ადამიანი უძლურია სტიქიის წინაშე“ –ანგრევს კაშხლების დანიშნულება.

„თბილისის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ, რომელმაც 23 ადამიანი იმსხვერპლა, გეოლოგები, მსგავსი სტიქიის პრევენციის მიზნით, მდინარე ვერეზე კაშხლის აგების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. მაშინდელი წყალდიდობის გამომწვევი მეწყრული ზონა დღესაც აქტიურია. სტერეოტიპს – „ადამიანი უძლურია სტიქიის წინაშე“ – პრაქტიკულად ანგრევს კაშხლების დანიშნულება, რომელთა მეშვეობით წყალდიდობების დროს ჭარბი ჰიდრორესურსის აკუმულირება ხდება წყალსაცავში და შედარებით მშრალ სეზონზე შესაძლებელია ამ რესურსის გამოყენება როგორც ელექტროენერგიის გენერაციისთვის, ისე სარწყავი და სასმელი წყლის ქსელების მოსამარაგებლად. მაგალითად, სამეგრელოს ტერიტორიისათვის დამახასიათებელ სტიქიურ ბუნებრივ მოვლენებს შორის წყალდიდობები განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ბუნების საშიშ მოვლენას იწვევს არა მარტო თავსხმა წვიმები და თოვლის საფარის ინტენსიური დნობა, არამედ მეწყერებით, კლდე–ზვავებით და თოვლის ზვავებით ჩახერგილი უბნების ზემოთ შექმნილი დროებითი წყალსატევების უეცარი განტვირთვა. სამეგრელოს მოსახლეობა უხსოვარი დროიდან განიცდიდა წყალდიდობების ზემოქმედებას. მაგრამ „ენგურჰესის“ კაშხლის აგების შემდეგ, ენგურის ხეობაში, კაშხლიდან დელტამდე, დამანგრეველი წყალმოვარდნები აღარ ფიქსირდება. ელექტროენერგიის გენერაციის გარდა, „ენგურჰესის“ წყალსაცავი, მოცულობით 110 მილიონი კუბური მეტრი, მდინარის წყალდიდობის ხარჯების აკუმულირებასაც უზრუნველყოფს და მოსახლეობას დატბორვებისგან იცავს. რა ხდებოდა ენგურის უნიკალური კაშხლის აშენებამდე და რა ვითარებაა დღეს ენგურის ხეობაში წყალდიდობების მხრივ, სოფელი რუხის მკვიდრი, 70 წელს მიტანებული ვალერი იხსენებს“, - აცხადებენ „ნენსკრა ჰიდროში“.

რუხის ერთ-ერთი მკვიდრის განცხადებითაც, მის ბავშვობაში ენგური კალაპოტიდან ხშირად გადმოდიოდა, თუმცა „რაც ჰესი აშენდა, წყალდიდობა აღარაა“.

„მე მაშინ პატარა ვიყავი, ახლა უკვე 70 წლის ვხდები და ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რომ წყალდიდობები იყო ხშირად, წელიწადში ორჯერ, სამჯერ. ენგური კალაპოტიდან გადადიოდა, ყანებში შედიოდა და ზარალსაც იღებდა მოსახლეობა. დიდი წყალი მოდიოდა, რუხის ხიდთან ორად იყოფოდა მდინარე, ჩვენსკენ ცოტა ნაკლები, ჭუბურხინჯისკენ, აფხაზეთის მხარეს უფრო დიდი იყო. კალაპოტის გასწვრივ რაც იყო მიწები, თან ჩაიტანდა ხოლმე და ყანებში ჩადიოდა. თოვლის დნობა რომ იწყებოდა, მაშინ გაზაფხულზე და ზაფხულში წვიმების დროს ერთმანეთს ემატებოდა ეს ყველაფერი. ბორანსაც წაიღებდა ხოლმე, ჩვენს ყანებში გადასასვლელს და ზღვაში მიჰქონდა. სიმინდის ყანებს, სავარგულებს, ბოსტნებშიც ვარდებოდა. სვანეთიდან მორები ჩამოჰქონდა, ტივები, მდინარე დაფარული იყო მთლიანად, ხე-ტყეს რომ ჭრიდნენ, ქაღალდის კომბინატში მიჰქონდათ და ქაღალდად გადააქცევდნენ. მერე გაფართოებული კალაპოტი პატარავდებოდა და ისევ სუფთა ხდებოდა წყალი. ახლა უკვე, რაც ჰესი აშენდა, წყალდიბობები არაა. ჰესის შემდეგ არც მინახავს ენგურზე წყალდიდობა და არც გამიგია. ადრე კოლმეურნეობის იყო ეს მიწები, მერე ხალხს მისცეს და ხალხი ამუშავებდა. ჰესის აშენების მერე მიწების ფართობმა და რაოდენობამ მოიმატა. ის საყანედ, მაგალითად, ლობიოსთვის, სიმინდისთვის კარგი ნიადაგია და აქტიურად იყენებდა ხალხი, მით უმეტეს, მოსახლეობაც გაიზარდა და სახნავ-სათესი ფართობებიც“, - იხსენებს რუხის მკვიდრი.

"ანალოგიური ეფექტი აქვს ჟინვალის წყალსაცავს, რომლის აშენების შემდეგ არაგვის ხეობაში პრაქტიკულად აღარ ფიქსირდება წყალმოვარდნები. მდინარის კალაპოტი კაშხლიდან მცხეთამდე, სადაც არაგვი მტკვარს უერთდება, საკმაოდ განიერია. ეს უზარმაზარი ტერიტორია კაშხლის აგებამდე უსარგებლო იყო საცხოვრებლად და დასამუშავებლად.

დღეს არაგვის გასწვრივ გამოჩნდა დასახლებებიც და მუშავდება სასოფლო–სამეურნეო სავარგულები. საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს წყალდიდობისგან თავდაცვის უშუალო და პრევენციული ზომები. აქედან მეორე ხორციელდება საერთო-სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ, რადგან ითვალისწინებს დასახლებული პუნქტების დაგეგმვას, მიწათსარგებლობის წესების დაცვას, ხანგრძლივი პერიოდის ღონისძიებების გატარებას. მაგალითად- ფერდობებზე ტყის გაშენებას, 3-10 მეტრი სიმაღლის ჯებირების მოწყობას მდინარის კალაპოტის რეგულირებას მის გაფართოებასა ადა გაღრმავებას, არხების მოწყობას, რომელთა საშუალებით ხდება ჭების წყლის მოცილება. ასევე წყალსაცავებისა და კაშხლების მოწყობა. ასეთი ნაგებობების სისტემა პრაქტიკულად გამორიცხავს წყალდიდობის საფრთხეებს,“ -ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა