გიგა ბოკერია - თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა და კონტრაქცია, ანუ გავრილოვის მხარდამჭერი აქცია მოაწყვეს, ეს კიდევ უფრო ნათელს გახდის ვითარებას, თუ სად არის ივანიშვილის რეჟიმი დღეს

თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა და კონტრაქცია ანუ გავრილოვის მხარდამჭერი აქცია მოაწყვეს, ეს კიდევ უფრო ნათელს გახდის ვითარებას, თუ სად არის ივანიშვილის რეჟიმი დღეს, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 20 ივნისს ხელისუფლება კონტრაქციის გამართვას გეგმავს.

ბოკერიას თქმით, „ივანიშვილის რეჟიმისგან გამორიცხული არაფერია“.

„სიტყვის თავისუფლება ყველასთვის არსებობს, მათ შორის „ოცნების“ მომხრეებისათვის თუკი ასეთ გულწრფელები იქნებიან, მაგრამ მანდ პრობლემა ისაა ხოლმე, რომ ხშირად ეს ადამიანები იძულებულები არიან მონაწილეობა მიიღონ იმიტომ, რომ საჯარო მოხელეები არიან და მიბმულები არიან მთავრობაზე და თუ ამას არ იზამენ, დაისჯებიან.

თუ ივანიშვილის რეჟიმს უნდა, რომ გავრილოვის მხარდაჭერა გამოხატოს საჯარო აქციით, ასეთი სამარცხვინო აქციისთვისაც კი არსებობს სიტყვით თავისუფლება, კი ბატონო. აბა რისი კონტრაქცია უნდა იყოს? 20 ივნისი იყო საქართველოს სუვერენიტეტის შეურაცხყოფა, როდესაც კომუნისტი, სადამ ჰუსეინის მრჩეველი, პროპუტინული ფრაქცია, რომელიც მისივე საჯარო აღიარებით, აფხაზეთის ომის დროს მეორე მხარეს მოღვაწეობდა, სადაც ქართველების ეთნიკური წმენდა მოხდა, რომელიც დღესაც საქართველოს და უკრაინის დაშლის პროპაგანდისტია, დასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ამაზე კონტრაქცია რა არის, რომ სწორი იყო იქ დაჯდომაო? თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა და კონტრაქცია, ანუ გავრილოვის მხარდამჭერი აქცია მოაწყვეს, ეს კიდევ უფრო ნათელს გახდის ვითარებას, თუ სად არის ივანიშვილის რეჟიმი დღეს. არაფერს გამოვრიცხავ ივანიშვილის რეჟიმიდან, როდესაც ვხედავთ, რომ 20 ივნისის აქტივისტებს 5 მანქანა დასდევდა, არ ვიცი სუს-ი იყო თუ პოლიცია, მაგრამ ეს არის სამარცხვინო დიაგნოზი. იმის მაგივრად, რომ იმ პრობლემებზე იმუშავონ, რაც ქვეყნის წინაშე დგას, კრიმინალი იქნება თუ მტრული სახელმწიფოს ტერორიზმი თუ ექსტრემიზმი, მთელი ქალაქის პოლიცია და სუს-იც ჰყავდათ დატვირთული ამაზე, ეს უკვე დიაგნოზია”, - განაცხადა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს