გიგა ბოკერია - საოცარი დღეა, უკვე მეორე რამეში უნდა დავეთანხმო ბატონ გახარიას - შემდეგი პარლამენტი იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე ახლანდელი

ვეთანხმები გახარიას, რომ პოლიტიკურად პასუხს აგებენ არჩევნებზე. ეგ სრული სიმართლეა, დანარჩენი არის უტიფარი ბოდვა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ -მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ხელისუფლება იყო ვალდებული, 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შტურმით აღება არ დაეშვა და პოლიტიკური პასუხი ოქტომბერში იქნება“.

ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლება „უტიფარ პროპაგანდას“ აგრძელებს.

„რაზე იყვნენ ვალდებულები, რომ გავრილოვი ჩამოეყვანათ საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაესვათ? ვალდებული იყვნენ, არ შემოეშვათ საქართველოში. რატომ იყვნენ ვალდებული, რომ სპეცრაზმი გამოეყვანათ შენობის გარეთ და ინციდენტების რისკები გაეზარდათ გაბრაზებულ მომიტინგეებთან? რა შტურმზეა ლაპარაკი, ყველამ ვიცით, რაც მოხდა. იყო პატარა ნაწილი გაბრაზებული მომიტინგეების, რომელთა ქმედებებს ჩვენ არ ვამართლებთ, მაგრამ 99% აქციის იყო მთლიანად მშვიდობიანი. სპეცრაზმი რატომ გამოიყვანეს ღობის გარეთ? იმ ღობიდან ვერავინ შევიდოდა იქ და რომც შესულიყო, იქ დაეკავებინათ მერე. რა სისულელეა, ეს არის უტიფარი ბოდვა. ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, რომ ამდენი ხნის შემდეგ, როდესაც ახალგაზრდებმა თვალი დაკარგეს, როცა კობახიძე გადადგა და ვითომ მოინანიეს, როცა ხალხის გაბრაზება დაინახეს და ახლა, როცა ჰგონიათ, რომ ეს ბრაზი გაქრა და მაგრად ცდებიან, ამ უტიფარ პროპაგანდას აგრძელებენ“, - განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება კითხვას, მიიღებს თუ არა „ევროპული საქართველო“ 20 ივნისს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას, ბოკერიამ განაცხადა, რომ პარტია შეუერთდება აქციას.

„20 ივნისს არაფერია დაგეგმილი, გარდა მშვიდობიანი საპროტესტო აქციისა, რომელსაც აქტივისტები მართავენ და ჩვენ შევუერთდებით აუცილებლად“, - აღნიშნა ბოკერიამ.

ის ასევე გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ „მომავალი პარლამენტი იქნება უფრო კვალიფიციური და საქმიანი“ და აღნიშნა, რომ „შემდეგი პარლამენტი იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე ახლანდელი იმიტომ, რომ ივანიშვილის გუნდი დამარცხდება“.

„რაღაც საოცარი დღეა, უკვე მეორე რამეში უნდა დავეთანხმო ბატონ გახარიას. შემდეგი პარლამენტი იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე ახლანდელი იმიტომ, რომ ივანიშვილის გუნდი დამარცხდება და ის იქნება უმცირესობაში. დემოკრატიულ კოალიციაში ის ძალები, რომელსაც აქვს მყარი შეხედულებები სამოქალაქო თავისუფლებებზე, პატარა მთავრობაზე, საგადასახადო წნეხის შემცირებაზე და ხალხისთვის მეტი დოვლათის დატოვებაზე, ის ძალები, როგორიცაა „ევროპული საქართველო“ და ჩვენი სხვა მოკავშირეები, იქნებიან უმრავლესობაში და უკეთესი პარლამენტი იქნება ნამდვილად“, - განაცხადა ბოკერიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა