პროკურორის განცხადებით, დღეს დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ მარიანა ჩოლოიანის მიერ ლუკა სირაძეზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საქმის პროკურორის ლევან ქუთათელაძის განცხადებით, დღეს დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ ჩოლოიანის მხრიდან ლუკა სირაძეზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი. როგორც ქუთათელაძე განმარტავს, სასამართლოში დაკითხული პირი ნეიტრალური მოწმეა და ის შემთხვევის დღეს პოლიციის შენობაში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იმყოფეოდა.

„დღეს, სასამართლოს წინაშე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა, რომელმაც ცალსახად დაადასტურა, რომ ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა 2019 წლის 10 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების ფაქტს. კონკრეტულ დეტალებს ვერ მოგახსენებთ, თუმცა, მოწმემ კონკრეტული ფაქტობრივი დეტალები და გარემოებები დააფიქსირა, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ სირაძის მიმართ ფსიქოლოგიური ზემოქმედება განხორციელდა ჩვენების მიცემის იძულების კუთხით, რათა „მწვანე სკოლის“ მოხატვასთან დაკავშირებით მას მამხილებელი ჩვენება მიეცა. საუბარია, კონკრეტულ მუქარაზე, რომელიც ჩვენების მიცემას ემსახურებოდა. დღეს დაკითხული მოწმე პოლიციის შენობაში სხვა სისხლის სამართლის ფარგლებში მყოფი პიროვნებაა“, - განაცხადა ქუთათელაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა