ადვოკატი - მარიანა ჩოლოიანის მხრიდან კონკრეტული პირის დაკითხვისას არანაირი სახის მუქარას, არანაირი სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია

მარიანა ჩოლოიანის მხრიდან კონკრეტული პირის დაკითხვისას არანაირი სახის მუქარას, არანაირი სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.

როგორც მოსიაშვილი განმარტავს, სამართლიანი სასამართლოს პირობებში მარიანა ჩოლოიანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების ერთ-ერთი მოწმე დაიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ სოციალური სააგენტოს თანამშრომლის გამოძახებით დაემუქრა ლუკა სირაძეს საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელი. წარმოგიდგენიათ, სოცმუშაკის გამოძახებით მუქარის განხორციელებზეა საუბარი. ასეთ ფორმატში ხდება ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა. თუ მოწმე მუქარად აღიქვამს სოციალური აგენტის გამოძახებას, ეს აღნიშნული საქმის საგამოძიებო უწყების პრობლემაა. მოწმის განმარტებით, სოციალური მუშაკის გამოძახება მან მუქარად აღიქვა, დანარჩენი სასამართლოს მიერაა შესაფასებელი. ჩვენი მხარე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მარიანა ჩოლოიანის მიმათ წარდგენილი ბრალდება არის დაუსაბუთებელი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პირობითად, დედასთან კონფლიქტში მყოფი პიროვნების მიმართ სოციალური სამსახურის გამოძახება ლეგიტიმური უფლებაა.

არანაირი სახის მუქარას, არანაირი სახის იძულებას მარიანა ჩოლოიანის მხრიდან კონკრეტული პირის დაკითხვისას ადგილი არ ჰქონია დ ეს დღითიდღე, ყველა პროცესზე, ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევის დროს უდაოდ დასტურდება. სამართლიანი, ობიექტური სასამართლოს პირობებში მარიანა ჩოლოიანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს. ვისურვებდი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გაკეთებული არცერთი განცხადება პოპულისტური არ უნდა იყოს და მხოლოდ მტკიცებულებათა სტანდარტით იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა მოსიაშვილმა.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ