უკრაინის ელჩი საქართველოში ჟურნალისტებს - გაქვთ იმის შეგრძნება, რომ ორმხრივ ურთიერთობაში რამე დაზიანდა?

ქართველ და უკრაინელ ხალხს სურთ, პოლიტიკოსებმა კიდევ მეტი გავაკეთოთ კიდევ უფრო ახლო ორმხრივი ურთიერთობების დასამყარებლად, - ამის შესახებ უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა პარლამენტში უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, დააზიანა თუ არა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა უკრაინა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები.

„გაქვთ იმის შეგრძნება, რომ ორმხრივ ურთიერთობაში რამე დაზიანდა? ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ყოველთვის არის ის, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ფუნდამენტური პრინციპია და ქართველ და უკრაინელ ხალხს სურთ, ჩვენ, პოლიტიკოსებმა მეტი გავაკეთოთ და კიდევ უფრო ახლო ურთიერთობები დავამყაროთ ჩვენს ქვეყნებსა და ერებს შორის,“- განაცხადა უკრაინელმა დიმპლომატმა.

მისივე თქმით, უკრაინელები მოუთმენლად ელოდებიან საქართველოში ჩამოსვლისა და დასვენების შესაძლებლობას როგორც კი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგება.

„განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები. როგორც ვხედავთ, საქართველო თანდათან ხსნის შიდა ტურიზმისთვის სივრცეებს. უკრაინელები ელოდებიან საქართველოში ჩამოსვლისა და არდადაგების აქ გატარების შესაძლებლობას როგორც კი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგება,“- განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.

ცნობისათვის, უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესთან პარლამენტში შეხვედრა გამართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო