ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე აბიტურიენტებთან ხატვასა და ხაზვაში გასაუბრება 1-ელი ივლისის ჩათვლით გაგრძელდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურისა და მოდის დიზაინის ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველი აბიტურიენტებთან ხატვასა და ხაზვაში გასაუბრება 1-ელი ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამის - „არქიტექტურა“ და რუსულენოვანი საბაკალავრო პროგრამის - „Архитектура“ არჩევის შემთხვევაში, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აბიტურიენტმა ხატვასა და ხაზვაში გასაუბრება უნდა გაიაროს.

ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამის - „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“ არჩევის შემთხვევაში კი, ერთიანი ეროვნული გამოცდებამდე აბიტურიენტმა გასაუბრება მხოლოდ ხატვაში უნდა გაიაროს.

„გასაუბრების მიზანია აბიტურიენტის სივრცული აღქმის უნარის გამოვლენა და მისი გრაფიკული მომზადების დონის განსაზღვრა. დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გასაუბრების პირობებისა და წარმოსადგენი ნამუშევრების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ბმულით: https://gtu.ge/News/14931/.

ხატვასა და ხაზვაში გასაუბრება ჩატარდება 2020 წლის 1-ელი ივლისის ჩათვლით, ყოველდღე (კვირის გარდა), 11:00-დან 18:00 საათამდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, N402 აუდიტორიაში:

მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას 77, I – C კორპუსი; საკონტაქტო ნომრები: 2 33 71 63; +995 599 514 819; საპრეტენზიო განაცხადის მიღება იწარმოებს 2 ივლისს 10:00-დან 15:00 საათამდე; საბოლოო შედეგები გამოცხადდება 3 ივლისს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გასაუბრების დაწყებამდე აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და მისი ასლი). აბიტურიენტს მოეთხოვება იქონიოს პირბადე.

ტექნიკურ უნივერსიტეტში გასაუბრება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების სრული დაცვით ჩატარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო