Reuters - ჯო ბაიდენს მხარს გამოკითხულთა 48% უჭერს, დონალდ ტრამპს კი - 35%

Reuters / Ipsos – გამოკითხვის შედეგების თანახმად, აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 3 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ამომრჩეველთა 48% პროცენტი უჭერს, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა რაოდენობაზე 13 %-ით მეტია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ დონალდ ტრამპს მხარს ამომრჩეველთა მხოლოდ 35% უჭერს.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ტრამპის საქმიანობა ზრდასრული ადამიანების 57 %-ს არ მოსწონს, 38 % კი მისი საქმიანობით კმაყოფილია.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 55%-მა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მიერ კორონავირუსის წინაღმდეგ გატარებული ღონისძიებებით უკმაყოფილოა, 40 %-ს კი პრეზიდენტის მიერ მიღებული ზომები მოსწონს.

Reuters / Ipsos-ის ონლაინ გამოკითხვა აშშ-ში 10-16 ივნისს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. სულ გამოიკითხა 4 426 ამომრჩეველი. გამოკითხვის ცდომილების ზღვარი ±2 %-ია.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა