სალომე ზურაბიშვილი - სამწუხაროდ, ახალგაზრდებს, რომლებიც გარეთ არიან, არ ესმით, როცა შეურაცხყოფას აყენებ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, შეურაცხყოფაა კონსტიტუციის, პრეზიდენტის და არა ვიღაც ადამიანების

ვასილ როინიშვილმა მოსამართლის ფიცი დადო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლე ინიშნება , - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, პრეზიდენტი გამოეხმაურა აქტივისტებს, რომლებმაც სასამართლოში მოსამართლის ფიცის დადების ცერემონიალის პარალელურად საპროტესტო აქცია გამართეს. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ყველამ უნდა იზრუნოს ინსტიტუტების გაძლიერებაზე და არა დაკნინებაზე.

„სამწუხაროდ, იმ ახალგაზრდებს გარეთ რომ არიან, არ ესმით, როცა შეურაცხყოფას აყენებ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს ეს არის შეურაცხყოფა კონსტიტუციის, იგივე პრეზიდენტის და არა ვიღაც ადამიანების. მე მგონია, რომ ამის შეგნება არის ის, რაც უნდა გავიგოთ, როდესაც ვლაპარაკობთ სახელმწიფოზე. სახელმწიფო არის ამ ინსტიტუტებზე დამოკიდებული. ამიტომ, ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ გავაძლიეროთ ეს ინსტიტუტები და არ დავაკნინოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას იტყოდა იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ მოსამართლესთან დაკავშირებით კითხვები არსებობდა, რადგან ის წინა ხელისუფლების დროს ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, აჭარის მთავარი პროკურორი იყო და ამასთან, გამოუძიებელი საქმეები მის სახელს უკავშირდებოდა, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ის გამომძიებელი არ არის და რომ ადამიანების წარსულის ქექვას არ იწყებს.

„თუ არ არის დასრულებული (გამოძიება) მე უფლება არ მაქვს, რომ გამოძიებაში ჩავერიო. მე პირადად, დამოკიდებული ვარ გამოძიებაზე. ესეც ინსტიტუტების საკითხია. მე პატივს ვცემ იმ ინსტიტუტებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა

შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ვასილ როინიშვილი დანიშნა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს