ლაშა დარსალიამ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელთან ონლაინ შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან, ონლაინ შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილი მწვავე ვითარება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია რუსეთის ფედერაციის მხრიდან კორონავირუსის პანდემიის პირობებში გახშირებული პროვოკაციები, როგორიცაა ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის გააქტიურება, საოკუპაციო ხაზის დაკეტვა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გაუმართლებელი გადაწყვეტილება ახალგორის რაიონიდან საქართველო ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

მხარეებმა ისაუბრეს ასევე რუსეთის მიერ საქართველოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ ბოლო დროს დეზინფორმაციული შეტევის გააქტიურებაზე.

სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაციის გახშირებული პროვოკაციები და დესტრუქციული ნაბიჯები ემსახურება საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციას, მძიმე ტვირთად აწვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას და საფრთხეში აგდებს მათ სიცოცხლეს, რასაც შედეგად არაერთი ადამიანის გარდაცვალება მოყვა. მინისტრის მოადგილემ და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ისაუბრეს მოლაპარაკებების ფორმატების - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და მის ფარგლებში შექმნილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტური მუშაობის აუცილებლობაზე.

საგარეო უწყების ცნობით, გამოიხატა შეშფოთება რუსეთის მხრიდან ფორმატების მიმართ დესტრუქციული მიდგომისა და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირების გამო. ადგილზე არსებული მძიმე ვითარების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაუყოვნებლივ და უპირობოდ აღდგენის აუცილებლობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების მიზნით. ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერებას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ყოველდღიური პროვოკაციების ფონზე ვითარების ესკალაციის პრევენციაში და მადლიერებით აღნიშნა მისიის მიერ გაწეული ძალისხმევა. ლაშა დარსალიამ მზაობა გამოხატა მისიის ახალ ხელძღვანელთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე და მარეკ შჩიგელს წარმატებები უსურვა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია