რომან გოცირიძე - სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის სამარცხვინო

ინფორმაციის არ ქონის მიზეზით პირში წყლის ჩაგუბება და რუსეთისადმი ასეთი მაამებლური და მორჩილი განცხადების გაკეთება იმას ნიშნავს, რომ საქართველოს არ ჰყავს ღირსეული პრეზიდენტი, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

გოცირიძემ რამზან კადიროვის განცხადებასთან დაკავშირებით ზურაბიშვილის კომენტარს სამარცხვინო უწოდა. მისივე თქმით, ეს რუსეთისადმი მორჩილების პოლიტიკის გაგრძელებაა.

"მართლდება ის შეფასება, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი არის მოსიარულე და მოლაპარაკე საფრთხე. წავა სადღაც და ქვეყანას პრობლემას უქმნის, მაგალითად, გარეჯში, ამოიღებს ხმას და ამითიც პრობლემას უქმნის. სჯობდა, საერთოდ არ ამოეღო ხმა. მან არავითარი ღირსეული პასუხი არ გასცა კადიროვს, რომელიც ფაქტობრივად, პუტინის წარმომადგენელია. კადიროვმა შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას, არამხოლოდ ჟურნალისტს და არამხოლოდ ტელევიზიას. ამასთან, კადიროვი ტერორისტული გამონათქვამებით დაიმუქრა. ამის შემდეგ გამოდის პრეზიდენტი და აკეთებს ასეთ დამამცირებელ განცხადებას. მისი ეს განცხადება არის რუსეთისადმი დათმობების პოლიტიკის გაგრძელება. საქართველოს მთავრობამ კეთილი ინებოს და პასუხი გასცეს რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური თანამდებობის პირს, რომელიც იმუქრება და საქართველოს შეურაცხყოფას აყენებს. ძალიან კარგად იცის ქალბატონმა სალომემ, რომ ქვეყანაში მზადდებოდა პოლიტიკური აქტი. ინფორმაციის არ ქონის მიზეზით პირში წყლის ჩაგუბება და რუსეთისადმი ასეთი მაამებლური და მორჩილი განცხადების გაკეთება იმას ნიშნავს, რომ საქართველოს არ ჰყავს ღირსეული პრეზიდენტი; ეს იმას ნიშნავს, რომ ის არა არჩეული, არამედ მართლაც დასმულია პრეზიდენტის სკამზე," - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან არანაირი უფლება არ აქვს დაადანაშაულოს სხვა ქვეყანა, ვიდრე არ ეცოდინება რა მოხდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს