ირაკლი სესიაშვილი - შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები საქმეს გამოიძიებენ და საზოგადოებას ეტყვიან, რა მოხდა - მოდით, ნუ ვიქნებით რომის პაპზე უფრო კათოლიკეები

მოდით, ნუ ვიქნებით რომის პაპზე უფრო კათოლიკეები , - ასე პასუხობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ჟურნალისტების კითხვას, რამდენად რელევანტური განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა რამზან კადიროვთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, მთავარია, რომ აღიკვეთა დანაშაული, დანარჩენს კი გამოძიება დაადგენს და რეაქცია ხელისუფლებას გამოძიების დასრულების შემდეგ ექნება.

"შევხედოთ ამ საკითხს სახელმწიფოებრივად, დანაშაულის მცდელობა აღიკვეთა, მიმდინარეობს გამოძიება, ცივილიზებულ სახელმწიფოს აქვს არა ემოციური რეაქცია, არამედ სახელმწიფოებრივი, დემოკრატიული პასუხი. პასუხი არის, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები საქმეს გამოიძიებენ და საზოგადოებას ეტყვიან რა მოხდა. ჩვენი ნებისმიერი ემოციური განცხადება არის ემოციური რეაქცია, მთავარი აქ არის სახელმწიფოებრივი მოქმედება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დანაშაული აღკვეთა, მიმდინარეობს გამოძიება. ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა ამ გამოძიების ბოლომდე მიყვანამდე და არა ის, რომ მტერს მივაწერო ეს, იმის მიუხედავად, რომ ეჭვი და საფუძველი არსებობს. ამიტომ გამოძიება დასრულდება, ყველას გვექნება პასუხები, რაზეც გვექნება რეაქციაც, კომენტარიც და მოქმედებაც" , - განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, სუს- მა აღკვეთა დანაშაული, რომელიც, სავარაუდოდ, არ იყო მიმართული მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ.

"ყველამ ვიცით, რომ კრემლისგან კადიროვი იქნება ეს თუ სხვა, სიკეთეს არ უნდა ველოდოთ. უსაფრთხოების სამსახურმა დროულად აღკვეთა დანაშაული, რომელიც ჩემი აზრით არ იყო მიმართული მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ, არამედ მას ჰქონდა ის პოლიტიკური მიზნები, რაც არის ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია. უნდა აღინიშნოს ის პოლიტიკური შეფასებები, რაც გვესმის. ერთია, რომ არის ამ თემის პოლიტიზირების მცდელობა და მეორე ის, რომ უმადურობა და იმის გამბედაობა, რომ სახელმწიფოს ეფექტურ ქმედებას თავის სახელი დაარქვან პოლიტიკოსებმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ესეც მანიშნებელია იმ პოლიტიკური გარემოსი, სადაც ვცხოვრობთ", - განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისათვის, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს.

"გიორგი გაბუნიამ, როგორც ადრე ვამბობდი, ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახალ აღზრდას“, - წერს კადიროვი სოციალურ ქსელ "ტელეგრამში".

მანამდე, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს