გიორგი ვაშაძის განცხადებით, ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს სასწაფოდ უნდა აუნაზღაურდეთ ზარალი სადაზღვევო კომპანიიდან, დარჩენილი თანხები კი სახელმწიფომ უნდა დაფაროს

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს სასწრაფოდ უნდა აუნაზღაურდეთ ზარალი სადაზღვევო კომპანიიდან, დარჩენილი თანხები კი სახელმწიფომ უნდა დაფაროს.

ვაშაძის თქმით, საჭიროა, რომ აღნიშნულ ფაქტზე სწრაფი რეაგირება მოხდეს.

„მსურს გამოვეხმაურო ვარკეთილის ბაზრობასთან დაკავშირებულ მოვლენას, რომლის შედეგადაც უამრავმა მოქალაქემ დაკარგა ის ერთადერთი საარსებო წყარო, რითაც ოჯახს ინახავდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საჭიროა სწრაფი რეაგირება.

სასწრაფოდ უნდა ანაზღაურდეს მოქალაქეთა ზარალი სადაზღვევო კომპანიიდან, დარჩენილი თანხები კი სახელმწიფომ უნდა დაფაროს. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს აღნიშნულზე რეაგირება, რათა მოვაჭრეებს არ შეექმნათ იმაზე მეტი პრობლემა, რაც დღეს აქვთ. მოვუწოდებ ხელისუფლებას და სადაზღვევო კომპანიებს, დაუყოვნებლივ გადადგით ქმედითი ნაბიჯები, რათა სწრაფად აღმოიფხვრას ამ ადამიანების პრობლემა!" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა