ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - "დექსამეტაზონი" უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით და მხოლოდ მძიმე პაციენტებისთვის

"დექსამეტაზონი", რომლის გამოყენებაც შესაძლებელია კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით და მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, ვისაც დაავადების მძიმე ფორმა აქვთ. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ჯანმოს საგანგებო მდგომარეობების საკითხებში პროგრამების დირექტორმა მაიკლ რაიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს საკმაოდ ძლიერი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია და არა პროფილაქტიკისთვის განკუთვნილი საშუალება.

რაიანის განცხადებით, ამ ეტაპზე, ჯანმო არ აპირებს კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკურ ხელმძღვანელობაში ცვლილებების შეტანას.

„ახლა არ არის აჩქარების და საკმაოდ სწარაფად კლინიკური პრაქტიკის შეცვლის დრო. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით საბოლოო მონაცემებს და სხვა კვლევების შედეგებიც უნდა ვნახოთ“ , - განაცხადა მაიკლ რაიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა