კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით პერუმ იტალიას გადაუსწრო

პერუში კორონავირუსის 240 908 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 7 257-ია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობით პერუმ იტალიას გადაუსწრო და მსოფლიოში მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.

ცნობისთვის, პერუ ლათინური ამერიკის პირველი ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო საზღვრები ჩაკეტა. რაც შეეხება იტალიას, ის კორონავირუსის პანდემიით ერთ-ერთ ყველაზე ძალიან დაზარალებულ ქვეყანად ითვლება. კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით იტალია რამდენიმე თვის განმავლობაში მსოფლიოში პირველ პოზიციაზე იდგა.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობით პერუმ იტალიას გადაუსწრო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა