ბოლტონის მემუარები - ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ  სი ძინპინს 2020 წლის არჩევნებში გამარჯების მოპოვებაში დახმარება სთხოვა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი თავის წიგნში - „ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“ - წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად დახმარება სთხოვა.

მრჩეველი, ჯონ ბოლტონი დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის გამართულ ერთ-ერთ დიალოგს იხსენებს :

„ტრამპმა საუბარი აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე გადაიტანა და სი ძინპინს გამარჯვებაში დახმარება სთხოვა,“- წერს ბოლტონი.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის მემუარების ნაწყვეტები Wall Street Journal-ში, New York Times-სა და Washington Post-ში გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჯონ ბოლტონს სასამართლოში უჩივლა. სარჩელში აღნიშნულია, რომ ბოლტონის წიგნი, რომელიც მის თეთრ სახლში მუშაობის პერიოდს ეხება, საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს, რომლის გამჟავნება საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ორი დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუკი ჯონ ბოლტონი თავის წიგნს გამოაქვეყნებს, ამით კანონს დაარღვევს და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ჯონ ბოლტონის წიგნის : „ადგილი, სადაც ეს მოხდა -თეთრი სახლის მემუარები“- გამოცემა 23 ივნისისთვის იგეგმება. გამომცემლობა Simon & Schuster-ის ინფორმაციით, წიგნში შეიცავს ინფორმაციას ტრამპის „არათანმიმდევრული გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ“ და ეს არის წიგნი, „რომლის წაკითხვაც ტრამპს არ სურს.“

დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან 2019 წლის სექტემბერში გარკვეულ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოების გამო გაათავისუფლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო