ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, მის შიდა საქმეებში ჩარევა შეწყვიტოს

ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრი იანგ ჯიეჩი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ჰავაიში შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, იანგ ჯიეჩიმ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-მ პეკინის შიდა საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტოს და პატივი უნდა სცეს ჩინეთის პოზიციას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ჰონგ-კონგის, ტაივანისა და სინძიანის საკითხებზე.

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ერთადერთი სწორი არჩევანია.

ცნობისათვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთში უიღურების უფლებების დაცვის შესახებ კანონს მოაწერა ხელი, რომელიც ჩინელი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებასაც ითვალისწინებს. კანონპროექტი გასულ თვეს კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა