ავსტრალიურმა ავიაკომპანია Qantas-მა ოქტომბრის ბოლომდე ყველა საერთაშორისო ავიარეისი გადადო

ავსტრალიურმა ავიაკომპანია Qantas-მა ოქტომბრის ბოლომდე ყველა საერთაშორისო ავიარეისი გადადო. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ავიაკომპანია ქვეყნის გარეთ ავიარეისებს მხოლოდ ახალი ზელანდიის მიმართულებით განახორციელებს.

ამასთან, ბოლო კვირების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყნის შიგნით განხორციელებული ავიარეისების რიცხვი. ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის საზღვარი უცხოელებისთვის მომავალი წლის დასაწყისამდე იქნება დაკეტილი, რათა ქვეყანაში კორონავირუსის ხელახალი გავრცელება არ მოხდეს.

ავსტრალიის ტურიზმის მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, მიმდინარე წელს უცხოეთში სტუმრობისგან თავი შეიკავონ და არდადეგები ავსტრალიაში გაატარონ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს