ირაკლი ჩიქოვანი - ევროპისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობა და მათ შორის საქართველო პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის განვითარებაზე ერთად ვფიქრობთ

ევროპისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობა და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველო არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულება, რომლის განვითარებასა და პერსპექტივებზე ჩვენ ერთად ვფიქრობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგზე, რომელიც 18 ივნისს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით გაიმართება. ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

„ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები და პარტნიორი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურები. შეხვედრაზე განიხილება ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია აღმოსავლეთ პარტნიორობასთან, სახელმწიფოების მიერ მიღწეულ პროგრესთან. რა თქმა უნდა, ასევე საუბარი იქნება იმ გეგმებზე, რომლებიც 2020 წლის შემდეგ უნდა განხორციელდეს პარტნიორობის ფარგლებში. კონფერენცია გვერდს ვერ აუვლის მსოფლიო პანდემიასაც. რომ არა პანდემია, 18 ივნისს დაგეგმილი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, ეს თარიღი კვლავაც იყოს აქტუალური და შესაბამისად, დიალოგი ვიდეოკონფერენციის ფორმატში 18 ივნისს იმართება “, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, 2021 წლის პირველ ნახევარში გაიმართება სრულფასოვანი სამიტი, სადაც კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს პროგრესზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებიც ამ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამით გათვალისწინებული თანამშრომლობის ნაწილია. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს არის უკვე მეორე მაღალი დონის ღონისძიება, რომელიც კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ევროპისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობა და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველო არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულება, რომლის განვითარებასა და პერსპექტივებზე ჩვენ ერთად ვფიქრობთ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)