გიორგი გახარია აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებაზე უმაღლეს დონეზე შეჯამდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული შედეგები და განხილული იქნება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული დინამიკა, პრიორიტეტები და მისი გაღრმავების პერსპექტივები.

მათივე ინფორმაციით, ლიდერები ასევე შეეხებიან კოვიდ-19-ის პანდემიას და ზომებს. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ისაუბრებს საქართველოს პროგრესზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის ფარგლებში უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე.

„შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ლიდერები და მთავრობის მეთაურები. აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგი ევროკავშირის ინიციატივით დაიგეგმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ჩატარება 18 ივნისს ბრიუსელში იგეგმებოდა, თუმცა, გლობალური პანდემიის გამო სამიტი 2021 წლის დასაწყისში გაიმართება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: გიორგი გახარია აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგში მიიღებს მონაწილეობას

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა