გიგი წერეთელი - მნიშვნელოვანია, რომ გენდერული თანასწორობის მიმართ მიღწეული შედეგები, პანდემიის შემდგომ პერიოდშიც შენარჩუნდეს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა მონაწილეობა მიიღო გენდერული თანასწორობის მიმართ პანდემიის გავლენის შედეგების თემაზე გამართულ ონლაინ კონფერენციაში. საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული ვებინარი პანდემიის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებში და სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში ქალთა ჩართულობის და პოსტ ეპიდემიურ პოლიტიკის შემუშავებისას ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოცდილების გამოყენების საკითხებს დაეთმო.

კონფერენციის მონაწილეებმა: საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელებმა, საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა, გაბრიელა ბარონმა, ODIHR-ის ხელმძღვანელმა, ინგიბორგ გისლადოტიმა, გენდერულ საკითხებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰეიდი ფლაიმ და ექსპერტებმა თემის ირგვლივ მსჯელობა გამართეს და საკითხის მნიშვნელობა განიხილეს. ონლაინ კონფერენციისას აღინიშნა, რომ კოვიდ ეპიდემიამ დიდი გავლენა მოხდინა სხვადასხვა პროცესებზე, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანმრთელობის სისტემები, უმუშევრობის გაზრდა და სხვა. ამ პერიოდში კი მნიშვნელოვანია, გენდერული თანასწორობის შენარჩუნება და მიმდინარე პროცესების მართვისას ქალთა ჩართულობის გააქტიურება. როგორც ვებინარის მონაწილეებმა აღნიშნეს, პანდემიის პერიოდში ქალების დატვირთვის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდა. კერძოდ, მამაკაცებთან შედარებით, სამედიცინო დაწესებულებებში უფრო მეტი ქალია დასაქმებული და შესაბამისად, ისინი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ასევე მაშინ, როდესაც განათლების სისტემა ფაქტობრივად დაიხურა, საოჯახო საქმეებთან მიმართებაში, ქალებს გაცილებით მეტი ტვირთი დააწვა.

„ბევრი ის მიღწევა, რაც გენდერული თანასწორობის მიმართულებით, მსოფლიოში გლობალურად არსებობდა, დღეს საფრთხის ქვეშ დადგა. პოსტეპიდემიურ ფაზაში, მაშინ როდესაც მძიმე ვითარებიდან ეტაპობრივი გამოსვლა ხდება, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიღწევების შენარჩუნება მოხდეს და გენდერული თანაბრობა და ნორმები მაქსიმალურად იყოს დაცული. ქალთა მდგომარეობა და გენდერული დისბალანსი, უფლებრივი დისკრიმინაცია განსაკუთრებით მიგრანტთა და დევნილთა კომპაქტურად დასახლებებში, ასევე კონფლიქტურ ზონებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეინიშნება. სადაც არ არის ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებთან, ხშირ შემთხვევაში არ ხდება სოციალური დისტანციის და ჰიგიენური ნორმების დაცვაც“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა