ესტონეთის მთავრობამ წყალმომარაგების კომპანიას 1000 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი გადასცა

ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კაი კაარელსონმა, ესტონეთის მთავრობის სახელით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას 1000 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს. მათივე ცნობით, ესტონეთის მთავრობის მიერ გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ ჩაიბარეს.

„მნიშვნელოვანი დახმარება მივიღეთ ესტონეთის საელჩოსგან. სადეზინფექციო ხსნარები სრულად გადაეცემა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას. აღსანიშნავია, რომ ხსნარები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაა კორონავირუსის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, წყალმომარაგების კომპანია ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადეზინფექციო საშუალებები ცენტრალური ოფისის გარდა გაიგზავნება რეგიონებშიც.“ – განაცხადა მზია გიორგობიანმა.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ მადლობა გადაუხადა ესტონეთის მთავრობას და მის წარმომადგენელს საქართველოში გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, ესტონეთის ეს საჩუქარი ძალიან მნიშნელოვანია იმისთვის, რომ კომპანიის თანამშრომლებმა უსაფრთხო გარემოში შეძლონ მუშაობა. აღნიშნული დახმარება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის ჯგუფთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა, რომელიც ახდენს კორონავირუსზე რეაგირებისთვის მობილიზებას, დონორი ორგანიზაციების და უცხო ქვეყნის მთავრობების დახმარებით.

„ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან ეს სიმბოლური ჟესტია, თუმცა, ვიმედოვნებ, სადეზინფექციო საშუალებები დაგეხმარებათ თქვენს საქმიანობაში. ძალიან კარგია, რომ არსებობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის საბჭო, მათ ყველაზე კარგად იციან ვის სჭირდება დახმარება და საჭირობისამებრ მოხდება ხსნარების გაცემა“, – აღნიშნა ესტონეთის ელჩმა, კაი კაარელსონმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს