ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მაისში სანავთობო ბიტუმის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

მაისში სანავთობო ბიტუმის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს. მათი განცხადებით, 2020 წლის მაისის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 7.7 ათასი ტონა, რაც 4.2 ათასი ტონით ანუ 120%-ით მეტია აპრილის თვის მაჩვენებელთან (3,5 ათასი ტონა) შედარებით და 6,5 ათასი ტონით ანუ 45,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (14,2 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 59,7% (4,6 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 24,7% (1,9 ათასი ტონა) - ერაყიდან, 7,8% (0,6 ათასი ტონა) - სომხეთიდან, 3,9% (0,3 ათასი ტონა) - რუსეთიდან, 2,6% (0,2 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 1,3% (0,1 ათასი ტონა) - ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

„მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 25,5 ათასი ტონა, რაც 18,6 ათასი ტონით ანუ 42,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (44,1 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 53,7% (13,7 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ირანის ისლამური რესპუბლიკა - 28,2% (7,2 ათასი ტონა), ერაყი - 11,4% (2,9 ათასი ტონა), სომხეთი - 3,5% (0,9 ათასი ტონა), რუსეთი - 1,6% (0,4 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 0,8% (0,2 ათასი ტონა), თურქეთი - 0,8% (0,2 ათასი ტონა). მიმდინარე წელს ბიტუმის იმპორტის შემცირება უკავშირდება COVID-19-ის პანდემიას, რის გამოც მარტის თვიდან დაწყებული ვერ ხორციელდება პროდუქციის იმპორტი ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, მაშინ როდესაც გასულ წლებში ის ქვეყანაში ბიტუმის ძირითადი მომწოდებელი იყო. შესაბამისად, მიმდინარეობს ალტერნატიული მომწოდებლების ძიება, რათა ამ მიზეზით ქვეყანაში არ შეიქმნას პროდუქციაზე დეფიციტი,“-ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს