საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები ირინა იმერლიშვილი და მერაბ ტურავა იქნებიან

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები ირინა იმერლიშვილი და მერაბ ტურავა იქნებიან. ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ჯერ უცნობია, კანდიდატებს საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლე სავარაუდოდ, მომავალ კვირას უყრის კენჭს.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველი გიორგი ლომთაძე აცხადებს, მერაბ ტურავას კანდიდატურა სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ, ხოლო ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა - ოთხმა მოსამართლემ დაასახელა. გიორგი ლომთაძის ინფორმაციით, მოსამართლე მერაბ ტურავას კანდიდატურას: მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი და თავად მერაბ ტურავა უჭერს მხარს. რაც შეეხება ირინა იმერლიშვილის კანდიდატურას, ის წარადგინეს მოსამართლეებმა: გიორგი კვერენჩხილაძემ, თემურ ტუღუშმა, თამაზ ცაბუტაშვილმა და თავად ირინა იმერლიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას ზაზა თავაძე იკავებდა, მას თავმჯდომარეობის ვადა უკვე ამოეწურა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო