ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის 69% ევროკავშირს ენდობა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის 69% ენდობა ევროკავშირს, ხოლო 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში 2020 წლის თებერვლიდან მარტამდე პერიოდში ჩატარდა (COVID-19 კრიზისის დაწყებამდე). ის ქვეყნის მასშტაბით 1,000 ადამიანისგან შემდგარ რეპრეზენტატულ ჯგუფებში ჩატარებულ პირისპირ ინტერვიუებს ემყარებოდა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ყოველწლიური კვლევები უკვე მეხუთე წელია ტარდება; პირველი კვლევა 2016 წელს ჩატარდა. საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაშიც - აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, სომხეთი და უკრაინა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის შედეგები წარმოდგენილია ეროვნულ ანგარიშებსა და კონსოლიდირებულ რეგიონულ მიმოხილვით ანგარიშში. საქართველოში ჩატარებული კვლევის ძირითადი შედეგები ასეთია: საქართველოს მოსახლეობის 77% თვლის, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან. საქართველოში მოსახლეობის 69% ენდობა ევროკავშირს, და მხოლოდ 28% ენდობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს. საქართველოს მოსახლეობის 49% დადებითი აზრისაა ევროკავშირზე. საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 7%-ია უარყოფითი აზრის ევროკავშირზე. საქართველოს მოსახლეობის 71%-მა იცის, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, და 69% თვლის, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს