ეკატერინე ტიკარაძე - დღეს ამაყად ვდგავართ ჩვენი საზოგადოების წინაშე, ვინაიდან ჩვენ გამოვიჩინეთ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირველი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, გვქონდეს იმის იმედი, რომ საქართველო კორონავირუსის ეპიდემიას წარმატებით გაართმევს თავს.

ტიკარაძის თქმით, შესაბამისი უწყებების ერთობლივმა კოორდინირებულმა მუშაობამ საშუალება მოგვცა კორონავირუსის პირველი ტალღა წარმატებით გვემართა.

„ამ ეტაპზე ჩვენ ნამდვილად გვაქვს პირველი ნაბიჯები, გვქონდეს იმედი იმის, რომ ნამდვილად წარმატებით გავართმევთ თავს ამ გამოწვევას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პერიოდის მანძილზე სისტემური მიდგომა და კოორდინაცია იმისთვის, რომ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სისტემას, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ერთობლივად, უხარვეზოდ ეთანამშრომლა ჰოსპიტალურ სექტორთან; იმისათვის, რომ ჩვენს ექიმებს, სამედიცინო პერსონალს ჰქონოდათ უზრუნველყოფილი ყველა ის საჭირო აღჭურვილობა მათი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისთვის. ასევე თითოეული პაციენტის დროული იდენტიფიცირება, მათი ლოკალიზება და შემდგომ უსაფრთხო გადაადგილება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებამდე ეს ნამდვილად დიდი გამოწვევა და პრიორიტეტი იყო. ყველა ეს ქმედითი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ორგანიზებული იყო სამინისტროს მხრიდან და სამინისტროს ჰქონდა წარმატებული კოორდინაცია ყველა დანარჩენ უწყებასთან. ყველა ამ უწყების ერთობლივმა ნაბიჯებმა ჩვენ მოგვცა იმის საშუალება, რომ პირველი ტალღა გვემართა. დღეს ამაყად ვდგავართ ჩვენი საზოგადოების წინაშე, ვინაიდან ჩვენ გამოვიჩინეთ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვერც ექიმები და ვერც სამთავრობო გუნდის ერთობლიობა და კოორდინაცია ვერ მოგვცემდა შედეგს, რომ არა ჩვენი მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობა და მათი გვერდში დგომა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო