ნათია თურნავა - ისრაელის ტურიზმის მინისტრთან იმედი გამოვთქვით, რომ შესაძლებელი იქნება, თუნდაც ივლისის ბოლოს მივუბრუნდეთ საუბარს ტურისტული მიმოსვლის აღდგენაზე

კოვიდ-ინფექციაზე საუბრისას კონკრეტული ვადის დასახელება რთულია, მაგრამ იმედი გამოვთქვით, რომ ისრაელი სწრაფად გადალახავს ეპიდემიოლოგიური აფეთქების ტალღას და შესაძლებელი იქნება, თუნდაც ივლისის ბოლოს მივუბრუნდეთ საუბარს ტურისტული მიმოსვლის აღდგენაზე და შევძლოთ, ისრაელიდან პირველ სტუმრებს ვუმასპინძლოთ,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც ონლაინ შეხვედრა გამართა ისრაელის ტურიზმის მინისტრ ასაფ ზამირთან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა განიხილეს ისრაელში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეაფასეს ის პერსპექტივები, რომლებიც არსებობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლის აღდგენის მიმართულებით.

„ჩვენ საკმაოდ ახლოს ვიყავით ამ გადაწყვეტილებასთან, მაგრამ ბოლო დროს ისრაელში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა. თავად ისრაელის ხელისუფლებაც იჩენს დიდ სიფრთხილეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს