თინა ხიდაშელი - რამდენჯერაც „პოლიტპატიმარსა“ და გიორგი რურუას ერთ წინადადებაში გავიგებ, იმ მომენტში მგონია, რომ „ოცნებაზე“ ბოროტი ხელისუფლება ქვეყანას არ ჰყოლია, რომელმაც მოახერხა და ეს ორი ამბავი ერთ წინადადებაში მოაქცია

ყოველ ჯერზე რამდენჯერაც „პოლიტპატიმარსა“ და გიორგი რურუას ერთ წინადადებაში გავიგებ, სრულიად არაადეკვატური რეაქციები მიჩნდება ხოლმე და იმ მომენტში მგონია, რომ „ოცნებაზე“ ბოროტი ხელისუფლება ქვეყანას არ ჰყოლია, რომელმაც ეს მოახერხა და ეს ორი ამბავი ერთ წინადადებაში მოაქცია, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი რურუას თემა მუდმივად ზედაპირზე იქნება, სანამ პირობა არ შესრულდება.

„ყოველ ჯერზე რამდენჯერაც „პოლიტპატიმარსა“ და გიორგი რურუას ერთ წინადადებაში გავიგებ, სრულიად არაადეკვატური რეაქციები მიჩნდება ხოლმე და იმ მომენტში მგონია, რომ „ოცნებაზე“ ბოროტი ხელისუფლება ქვეყანას არ ჰყოლია, რომელმაც ეს მოახერხა და ეს ორი ამბავი ერთ წინადადებაში მოაქცია. ამასობაში გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ერთხელ პირწმინდად და მეორედ უკვე მცდელობა განახორციელა, რომ დაპირებაში ქართული და საერთაშორისო თანამეგობრობა გადაეგდო, ამიტომ ბუნებრივია, რომ ამას ასე არავინ არ გაუტარებს“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გარდა ამისა, ის ასევე შეეხო ჟურნალისტ, გიორგი გაბუნიას საქმესაც და აღნიშნა, რომ ეს საქმე მორიგ ჯერზე აჩენებს, თუ როგორი ჩამოშლილია ქვეყანა.

„პირველი მოცემულობა გვაქვს ეს. ფაქტია, რომ სუს-მა ყველაფერი გააკეთა ამ საქმის რეზონანსულობისთვის. მეორე, ეს ამბავი რომ მოხდა, სუს-მა გვითხრა, რომ ვიღაც კაცს სასამართლოს ნებართვით უთვალთვალებდნენ და შემდეგ ყალბი დოკუმენტის დამზადების გამო დააპატიმრეს. ამას ვინ დაიჯერებს, რომ ამხელა ამბავი ქალაქის ცენტრში ყალბი დოკუმენტების დაზადების გამო ატყდა? და მესამე ფაქტი. რა თქმა უნდა, მათ იცოდნენ რა საქმეზე დააკავეს ადამიანი და რაში იყო საქმე. ამ დღიდან მოყოლებული სუს-ი უკვე მეოთხე დღეა დამატებით არაფერს არ გვეუბნება. არ თვლის საჭიროდ, რომ საზოგადოების ინტერესი დააკმაყოფილოს, საფრთხეზე გველაპარაკოს და ელემენტარულ კითხვას გასცეს პასუხი, რომ ეს საფრთხე, თუნდაც ვირტუალურ-თეორიული, კიდევ არსებობს თუ არა? ნამდვილად დაპატიმრებულია ის კაცი, რომელიც შეკვეთის შემსრულებელი იყო თუ კიდევ გარკვეული წრე არსებობს ადამიანების, რომლის გამოც გიორგი გაბუნიას შესაძლოა, ისევ ემუქრებოდეს საფრთხე. ვცდილობ მსუბუქად ვილაპარაკო, თორემ ამ თემაზე სერიოზული ლაპარაკი რომ დავიწყო, დავინახავთ, რომ უბრალოდ სახელმწიფო არ გვაქვს. ეს საქმე კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე აჩვენებს როგორი ჩამოშლილია ქვეყანა“,-აღნიშნა ხიდაშელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა