ანგელა მერკელი - კორონავირუსი ყველაზე დიდი გამოწვევაა რის წინაშეც ევროკავშირი ოდესმე მდგარა - ევროპამ თავისი დაუცველობა აჩვენა

კორონავირუსი ყველაზე დიდი გამოწვევაა რის წინაშეც ევროკავშირი ოდესმე მდგარა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიის პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში „ევროპამ თავისი დაუცველობა აჩვენა“.

„პანდემიამ ცხადყო, ჯერ კიდევ რამდენად მყიფეა ევროპული პროექტი,“- განაცხადა მერკელმა.

მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლაში ევროპის ქვეყნების ერთობა და სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ერთობა და სოლიდარობა ისეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის“, - განაცხადა მერკელმა.

ცნობისათვის, გერმანია 1-ელი ივლისიდან ექვსი თვით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა