ლონდა თოლორაია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2019 წელს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ გაცემული 98 სასამართლო განჩინების/პროკურორის დადგენილების მოქმედება შეაჩერა

2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ გაცემული 98 სასამართლო განჩინების/პროკურორის დადგენილების მოქმედება შეაჩერა, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, გაზრდილია სასამართლო კონტროლი სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე.

„2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოვიდა მოსამართლის 1362 განჩინება სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის დაწყების, გაგრძელების, დაკანონების, ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და უარის თქმის შესახებ (2018 წელს მათი რაოდენობა იყო - 1397).

2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ გაცემული 98 სასამართლო განჩინების/პროკურორის დადგენილების მოქმედება შეაჩერა. 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააიდენტიფიცირა სასამართლოს მიერ გაცემულ 20 განჩინებაში ბუნდოვანება უზუსტობა, რომლის შესახებ ეცნობა შესაბამის ორგანოს.

2019 წელს არ გამოვლენილა კომპანიების მიერ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ან მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევით დამუშავების ფაქტი“,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

როგორც ლონდა თოლორაიამ განაცხადა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის პრიორიტეტია სწრაფი გამოძიების პროცესის უზრუნველყოფა და უწყება შემჭიდროებულ ვადებში ატარებს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს.

მისივე თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ქმნის გამოძიების მაღალ სტანდარტს და ეფექტიანი გამოძიების ისტორიას.

„მე, როგორც ამ საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულება ინსტიტუციურად შედგა და მუშაობს გამართულად და შეუფერხებლად“,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა