პიტერ ვიბლერი - USAID მზად არის კვლავ გააგრძელოს საქპატენტის მხარდაჭერა

USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა დაადასტურა, რომ აშშ-ს მთავრობა კვლავაც გააგრძელებს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ მხარდაჭერას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქპატენტიდან აცნობეს.

საქპატენტის ინფორმაციით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უწყების ახალმა თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ, აშშ-ს განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორს უმასპინძლა. პიტერ ვიბლერისა და საქპატენტის თავმჯდომარის გაცნობითი შეხვედრა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ოფისში შედგა.

„მინდია დავითაძემ USAID-ის დირექტორს მადლობა გადაუხადა ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გაძლიერების მიმართულებით საქპატენტის მრავალწლიანი დახმარებისთვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში აშშ-ს მთავრობასთან ერთად გადადგმულმა ქმედითმა ნაბიჯებმა, კერძოდ, e-Governance პროექტის ფარგლებში დანერგილმა საქმის წარმოების ელექტრონულმა პროგრამამ, განაპირობა საქპატენტის შეუფერხებელი ფუნქციონირება კორონავირუსის (COVID - 19) პანდემიის დროს. ასევე, USAID/საქართველოს მისიის მხარდაჭერით, ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის (HICD) ფარგლებში შემუშავებულმა “ხარისხის მართვის სახელმძღვანელომ”, საფუძველი ჩაუყარა მომავალში საქპატენტისთვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001 მოპოვებას, თუმცა ამ მიმართულებით კიდევ ბევრია სამუშაო და საქპატენტის ახალი ხელმძღვანელობა დიდ იმედებს ამყარებს სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერაზე სხვადასხვა პროექტების განხორცილების კუთხით.

პიტერ ვიბლერი გაეცნო საქპატენტის ახალი ხელმძღვანელის ხედვას ინტელექტუალური საკუთრების სისტემის შემდგომი განვითარების შესახებ, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად მოიცავს საქპატენტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ადამიანური რესურსების მართვის სისტემის სრულყოფას, ISO 9001 სტანდარტის სერტიფიცირებისთვის საჭირო პროცესების აღწერასა და სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას. USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა დაადასტურა, რომ აშშ-ს მთავრობა კვლავაც გააგრძელებს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ მხარდაჭერას. პიტერ ვიბლერმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე მიღებულ ინფორმაციაზე იმსჯელებენ, შეაფასებენ და განსაზღვრავენ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

USAID/საქართველო აშშ-ის სამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის 30-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს სწრაფვას გახდეს თვითუზრუნველყოფილი, დაეხმაროს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის გაუმჯობესებას და სოციალური კონფლიქტის რისკის შემცირებას,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა